ფეხბურთი

10:42 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბრაზილიის ნაკრებთან ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს გავაფორმებ"

კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა ესპანურ მედიას უთხრა, ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს:

„ვფიქრობ, კონტრაქტს ოთხი წლით გავაფორმებ. ეს ახალი სამსახურია, რომელიც ძალიან მომწონს“, - თქვა კარლომ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გასული წლის მაისში დაინიშნა და სავარაუდოდ, „სელესაოს“ 2030 წლის ზაფხულამდე უხელმძღანელებს.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰაიტის, მაროკოსა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095206