NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" სტუმრად "ჩიკაგო ბულსი" 110:101 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 33-ე გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა კანადელებმა მასპინძლებს პირველ სამ მეოთხედში მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც აჯობეს, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. "ჩიკაგომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო, ხოლო სანდროს გუნდმა მიმდინარე სეზონში 33-ე მატჩი მოიგეს.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 15:53 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში ქართველის მონაგარი 7 ქულა და 3 მოხსნა იყო. სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 ნასროლი სამქულიანიდან ზუსტი მხოლოდ ერთი იყო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო რეპტორსი" 33 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 23 თებერვალს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.







