სხვა

12:20 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისლამ მახაჩევი: "ჩემთვის მორალესი ბევრად სახიფათო მებრძოლია, ვიდრე თოფურია"

UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს ილია თოფურიაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 77 კილოგრამში ილია თოფურიასგან ვერანაირ საფრთხეს ვერ გრძნობს და მეტიც, მასზე სახიფათო მებრძოლად მაიკლ მორალესს მიიჩნევს.

"ვფიქრობ ქვესაშუალო დივიზიონში ყველაზე საშიში მებრძოლი მაიკლ მორალესია, რადგან მას აქვს ძალიან ზუსტი სტრაიკინგი და ყოველ მის დარტყმას დიდი ზიანი მოჰყვება, ამიტომ ვიქრობ, რომ თოფურიაზე მეტად ბევრად სახიფათოა მორალესი. 77 კილოგრამში თოფურიასგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვგრძობ, ის მსუბუქ დივიზიონში ნამდვილად კარგია, მაგრამ აქ ყველაფერი იცვლება, რადგან გასათვალისწინებელია მებრძოლების სიმაღლე, გაბარიტები და გამძლეობა", - განაცხადა მახაჩევმა.

მაიკლ მორალესი ქვესაშუალო დივიზიონის მესამე ნომერია და მისი რეკორდი 19:0-ია. ეკვადორელმა მებრძოლმა 19 გამარჯვებიდან 14-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა, ერთხელ საბმიშენით, ხოლო 4 ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ბრძოლაზე, თუმცა რაიმე კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია. ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ქამარს სწორედ მას შემდეგ დაეუფლა, რაც ისლამ მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა წონაში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162164