სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:58 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხულიან ალვარესმა „ატლეტიკოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას არაერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ავრცელებს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ალვარესი მიიჩნევს, რომ „ატლეტიკოში“ საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა და სურს კარიერა ისეთ კლუბში გააგრძელოს, სადაც რეგულარულად იბრძოლებს ტიტულებისთვის. არგენტინელის სურვილია, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

თავის მხრივ, კატალონიური გრანდიც ინტერესდება ფეხბურთელის გადაბირებით და წინასწარი ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ტრანსფერისთვის დაახლოებით 70 მილიონი ფუნტი აქვს გამზადებული.

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089401