33 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფილიპე კოუტინიომ "ვასკო და გამა" ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებაც გააკეთა.
"დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ ყოფილა. ამ კლუბში მხოლოდ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ პრობლემები მქონდა, სიმართლე ისაა, რომ მე ძალიან მენტალურად გადატვირთული ვარ.
მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ კლუბის და სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. აქ გატარებული პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ვარჯიში, თუ თამაში, სადაც ჩემი თავის მაქსიმუმი არ გამეკეთებინა", - დაწერა კოუტინიომ.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბავშვობის კლუბში 2024 წელს დაბრუნდა, იქამდე კი არაერთ ევროპულ კლუბში უთამაშია. ბრაზილიელის მიმართ ინტერესს უკვე MLS-ის და ესპანეთის რამდენიმე კლუბი იჩენს.







