სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:51 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" გვინეელი თავდამსხმელით გაძლიერდა

21 წლის გვინეელი თავდამსხმელი მოჰამედ კანტე კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს. ინფორმაცია გორული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

მოჰამედ კანტემ კარიერა სამშობლოში დაიწყო რის შემდეგაც დანიური ,,ოდენსეს” ღირსებას იცავდა. დილაში გადმოსვლამდე კი იგი ტუნისის ჩემპიონატში ასპარეზობდა. მოჰამედს თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილამ" ახალი სეზონისთვის გარდა მოჰამედ კანტესი, ოუმარ ტალი, დავით გოცირიძე, ტრეივონ ფულერი, რუბენ კომპაორე და მალიკ ოლატუნჯი დაიმატა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სტარტს 28 თებერვალს აიღებს, ხოლო "დილა" პირველ ტურში "რუსთავს" უმასპინძლებს.

თეგებიდილა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096208