სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:30 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: UEFA-მ კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩების შემდეგ საუკეთესოები დაასახელა. კვირის საუკეთესო მოთამაშედ "ნიუკასლის" ინგლისელი თავდამსხმელი ენტონი გორდონი დასახელდა, რომელმაც "ყარაბაღს" პოკერი შეუსრულა და ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპესთან ჩამორჩენა სამ ბურთამდე შეამცირა.

რაც შეეხება საუკეთესო თერთმეტეულს, UEFA-ს ვერსიით შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე - კობელი (დორტმუნდი)

მცველები - რიერსონი (დორტმუნდი), სანჩესი (გალათასარაი), ბრუნი (ნიუკასლი), გრიმალდო (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები - დუე (პსჟ), გაბრიელ სარა (გალათასარაი), ჩუამენი (რეალი), ცოლისი (ბრიუგე)

თავდამსხმელები - გორდონი (ნიუკასლი), ჰოგი (ბოდო გლიმიტი)

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები 24-25 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163651