სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:40 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგის" მწვრთნელი: "მისთვის უცხო პოზიცია არაა, განსხვავებას შექმნის"

სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ „ბურგოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა.

ესპანელმა ხაზი გაუსვა გუნდურ სამუშაოს, რომელსაც ქართველი ფორვარდი ასრულებს და დარწმუნებულია, რომ მალე გოლების გატანასაც დაიწყებს:

“ის შესანიშნავად მუშაობს. უბრალოდ, ერთადერთი, რაც მას აკლია, გოლია. უამრავ მომენტს ქმნის, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თანაგუნდელებისთვისაც. ვფიქრობ, გოლი რომ გაეტანა, ამ შეკითხვას არ დასვამდით. ეს თავდაჯერების საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდობა მისი მთავარი პოზიცია არ არის, მისთვის უცხო არაა. მან ამ პოზიციაზე ბევრჯერ ითამაშა და ვფიქრობ, რომ საქმეს კარგად აკეთებს. ვენდობით მას, უნდა მივცეთ სიმშვიდე და თავდაჯერება და დარწმუნებული ვარ, განსხვავებას ადრე თუ გვიან შექმნის, ამაში დარწმუნებული ვარ", - თქვა ხოსე ალბერტომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილს „რასინგში“ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერ გოლი არ გაუტანია. „რასინგი“, რომელიც ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა, „ბურგოსს“ 22 თებერვალს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090094