სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:16 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია "მეცის" წინააღმდეგ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „მეცთან“ მატჩისთვის მზადაა.

ქართველმა შემტევმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ლიგა 1-ის მომდევნო ტურში მისი თამაში ეჭვქვეშ არ დგას, მიუხედავად იმისა, რომ „მონაკოსთან“ შეხვედრის შემდეგ ფრანგული მედია შესაძლო ტრავმაზე წერდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 30 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.

პსჟ-სა და „მეცის“ მატჩი 21 თებერვალს გაიმართება. მოგეხსენებათ, „მეცში“ გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია და გიორგი აბუაშვილი თამაშობენ. ასე რომ, შეიძლება ამ შეხვედრაში ერთბაშად ოთხმა ქართველმა ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092994