კალათბურთი

20:12 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდი: "მზად ვარ, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო"

საქართველოს ნაკრების ახალმა ლეგიონერმა მარკის რიდმა გუნდთან ერთად მზადება დაიწყო.

„ტრაბზონსპორის“ ამერიკელი გამთამაშებელი უკვე თბილისშია და პირველი კომენტარიც გააკეთა:

„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ გარემოს და ქვეყანას. ვგრძნობ, რომ თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბმა თბილად მიმიღეს. მიხარია, რომ აქ ვარ და მზად ვარ, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ თამაშს მოვიგებთ და მოუთმენლად ველოდები გუნდთან ერთად წინსვლას“, - თქვა რიდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისში სუპერლიგის კალათბურთელებით ემზადება და მათთან ერთად ვარჯიშობს რიდიც, ხოლო ლეგიონერები გუნდს დანიაში შეუერთდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08703