სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:49 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის „იბერია“ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელით, ტერენს კონგოლოთი გაძლიერდა.

32 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ტერენს კონგოლო ბოლოს „ბრედას“ ღირსებას იცავდა, იქამდე ვენის „რაპიდის“ და „ლე ავრის“.

კონგოლომ კარიერის საუკეთესო პერიოდი 2011-2017 წლებში როტერდამის „ფეიენოორდში“ გაატარა, რომლის რიგებში თითოჯერ მოიგო ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი. შემდეგ „მონაკოში“ გადავიდა, საიდანაც უკვე პრემიერლიგაში მოსინჯა ძალები - ჯერ „ჰადერსფილდში“ და შემდეგ „ფულჰემში“. მოკლედ, უმაღლესი დონის ჩემპიონატებში აქვს ნათამაშები.

ნიდერლანდების ნაკრებში ოთხჯერ ითამაშა, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე განაცხადში იყო და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093239