სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:31 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "ნუ გადავაქცევთ მსხვერპლს პროვოკატორად, რასიზმს არაფერი ამართლებს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩში მომხდარ ფაქტზე ვრცლად ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაიცვა ვინისიუსი და აღნიშნა, მსხვერპლის პროვოკატორად წარმოჩენა სწორი არ არის. როგორც მან აღნიშნა, უეფამ უნდა დაამტკიცოს, რომ რასიზმის წინააღმდეგ მხოლოდ სიტყვებით არ იბრძვის.

„ვინისიუსი დამწუხრებულია, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი და მომხდარით აღშფოთებულია. ცხადია, რომ ეს რასიზმის აქტი იყო და არ გვინდა, რომ იგივე კიდევ განმეორდეს. ასეთ რაღაცეებს ​​ადგილი არ აქვს ჩვენს სპორტსა და საზოგადოებაში და გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ეს აქტი დაუსჯელი არ დარჩეს. უნდა ვებრძოლოთ რასიზმის უბედურებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, როგორიც ვიხილეთ. ეს მიუღებელია, ამას არ შევეგუებით და ღარასდროს უნდა განმეორდეს საფეხბურთო მოედანზე. აბსოლუტურად არაფერი ამართლებს რასისტულ ქმედებას.

მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: ვინისიუსმა გადაწყვიტა მატჩის გაგრძელება. თუ ის არ ითამაშებდა, ყველანი ერთმანეთის მიყოლებით გასახდელში წავიდოდით. ​​არ არსებობს ტიტული ან გამარჯვება, რომლის მოგებაც „რეალთან“ ერთად შემეძლია, რაც უფრო მეტად მაამებდა, ვიდრე ის, რაც ლისაბონში გავაკეთეთ: ჩემი ფეხბურთელების რეაქცია იმ მომენტში, როგორ გააგრძელეს თამაში და მათი რეაქციები მატჩის შემდეგ. ერთიანი გუნდი ვართ, ყველა იცავს თავის თანაგუნდელს.

ყველამ ნახა, რა მოხდა და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, მივიღოთ ზომები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს საფეხბურთო მოედანზე. ყველაფერი უეფას ხელშია, რომელსაც შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, აჩვენოს, რომ ეს მხოლოდ სიტყვებით ბრძოლა არ არის.

აქ იმისთვის არ ვარ, რომ კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც კომპანიმ ან მოურინიომ თქვეს. ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი და აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი გამოვხატო. ვინისიუსმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ისე იზეიმა, როგორც ისტორიაში ასობით ფეხბურთელს უზეიმია. ნუ გადავაქცევთ მსხვერპლს პროვოკატორად. არაფერი ამართლებს რასიზმის აქტს - ვინისიუსის გვერდით ვართ და ვიქნებით“, - თქვა არბელოამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163541