ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 81:91 დამარცხდა და ტურნირს გამოეთშა.
გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც „ტენერიფემ“ 6 ქულით დათმო და ვინაიდან, მანამდეც აგებდა, თამაში ვერ გადაარჩინა.
გიორგი შერმადინმა 16 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.







