კონფერენს თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში წყალბურთის ქართულმა გუნდმა „აპოლომ“ გამარჯვება მოიპოვა.
„აპოლო“ „პრიმორიეს“ შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 13:13 დასრულდა (2:2, 3:2, 3:5, 5:4) და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც ქართულმა გუნდმა 10:9 მოიგო.
დრაგოლიუბ როგაჩმა 4 გოლი გაიტანა, სამჯერ დმიტრი ალექსეევმა გამოიჩინა თავი, ორ-ორჯერ სრდან ვუკსანოვიჩმა და იოვან სარიჩმა, თითოჯერ ხვიჩა ჯახაიამ და დენეს ვარგამ.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში „აპოლომ“ ასევე პენალტების სერია ითამაშა, ოღონდ მაშინ მარცხი განიცადა.
„აპოლო“ C ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 თებერვალს, „დე აკარს“ უმასპინძლებს. ჯგუფში 5 გუნდია და ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.







