კალათბურთი

1:45 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 ქულა, "ბარსელონა" ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ „მურსია“ დაძაბულ ბრძოლაში, 91:85 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

„ბარსა“ აგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მეტოქეს 8 ქულით აჯობა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.

„ბარსელონა“ ნახევარფინალში 21 თებერვალს „ბასკონიას“ დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164597