მადრიდის „ატლეტიკო“ ბერგამოს „ატალანტადან“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიელ ნახევარმცველს, ედერსონს დაიმატებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, მადრიდული გუნდი ძალიან ახლოსაა ტრანფერზე შეთანხმებასთან, ხოლო უშუალოდ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომელიც ძალაში 2031 წლის ზაფხულამდე იქნება, ხოლო ხელფასის სახით სეზონში 4 მილიონ ევროს გადაუხდის.
26 წლის ფეხბურთელი 2022 წლიდან „ატალანტას“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით 169 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სალერნიტანას“, „ფორტალეზას“, „კორინთიანსისა“ და „კრუზეიროს“ ღირსებას იცავდა, ბრაზილიის ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.







