„დინამო თბილისი“ წყალბურთის კონფერენს თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 9:11 დამარცხდა.
„დინამომ“ პირველი პერიოდი ჩააგდო, რომელიც 1:4 დათმო, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა. მეორე პერიოდში ქართულმა გუნდმა მეტოქეს 4:2 აჯობა, შემდეგ ფრე, 3:3 დაფიქსირდა, ხოლო ბოლო პერიოდი ისევ სერბების იყო (2:1).
დინამოელთა 9 გოლი სამი წყალბურთელის აქტივშია - ფიოდარ ავერკამ 4 გოლი გაიტანა, ნიკოლა ბუცანმა 3, ხოლო საბა ტყეშელაშვილმა - 2.
„დინამო თბილისი“ ჯგუფში ორი წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, დღესვე, 23:30 საათზე „მატაროს“ შეხვდება. ჯგუფში 5 გუნდია და ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.







