საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა. ალეკსანდრ ჯიკიჩმა გაფართოებულ შემადგენლობაში 14 მოთამაშე დატოვა - 9 ლეგიონერი და 5 ქართული სუპერლიგის წარმომადგენელი (კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი) ეროვნული ნაკრები ახლა კოპენჰაგენში გაემგზავრება.
ლეგიონერები გუნდს სწორედ დანიაში შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში ორი მარცხი აქვს - უკრაინასთან 79:92 და ესპანეთთან 61:90, ხოლო დანიის ნაკრებს 27 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება, 2 მარტს - თბილისში.







