ფეხბურთი

15:40 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩილავერტი: "მბაპე რა ღირებულებებზე საუბრობს? ის ტრანსგენდერთან ერთად ცხოვრობს"

პარაგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ლუის ჩილავერტი ვინისიუსისა და ჯანლუკა პრესტიანის ამბავს გამოეხმაურა.

პარაგველმა მეკარემ მხარი დაუჭირა „ბენფიკას“ ფეხბურთელს, რომელსაც ვინისიუსი რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მან თქვა, საუბრის უფლება არც კილიან მბაპეს აქვს:

„მე სოლიდარობას ვუცხადებ პრესტიანის. მბაპე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ მან რაზე უნდა ისაუბროს? ის ტრანსგენდერთან ერთად ცხოვრობს. ეს ნორმალური არ არის. ტრანსგენდერთან ერთად ცხოვრება ნორმალური არ არის, ამისთვის ქალები არსებობენ.

რატომ აპირებენ პრესტიანის დასჯას?! თუ ასე მოიქცევიან, ისინი საფუძველს აძლევენ, რომ სექსუალური უმცირესობის საზოგადოება მისაბაძი მაგალითი იყოს. არა... ეს არასწორია.

ფეხბურთში კაცები თამაშობენ... წარსულში, ჩვენ ერთმანეთს ყველა შეურაცხყოფას ვაყენებდით. მას შემდეგ, რაც მიკროფონები და ვიდეოები ჩართეს, ფეხბურთი სექსუალური უმცირესობების გახდა“, - თქვა ჩილავერტმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168489