ავსტრალიის ჩემპიონატში „ოკლენდმა“ „ველინგტონ ფინიქსი“ მისსავე მოედანზე 5:0 გაანადგურა. ამ მატჩში საოცარი ავტოგოლი გავიდა. 24-ე წუთზე „ველინგტონის“ მეკარემ ჯოშუა ოლუვაიემიმ მეტოქის მიერ 70 მეტრიდან დარტყმულ ბურთს ვერაფერი მოუხერხა. მეტიც, ნიგერიელმა მეკარემ თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.







