სხვა

16:23 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "აპოლოს" მარცხი პენალტებში კონფერენს თასზე

წყალბურთში კონფერენს თასის მესამე ტურში „აპოლო“ იტალიურ „დე აკერთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (12:12), „აპოლომ“ კარგად დაიწყო, პირველი პერიოდი 5:3 მოიგო, მაგრამ მეორეში 2:4 დამარცხდა. სამაგიეროდ, მესამე პერიოდში ისევ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა (3:1), თუმცა, კვლავ ვერ შეინარჩუნა - 2:4 ბოლო პერიოდში და ფრე. ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა, სადაც „დე აკერმა“ 4:3 იმარჯვა.

დმიტრი ალექსეევმა სრდან ვუკშანოვიჩმა 3-3 გოლი გაიტანეს, ორი ანდრია ბითაძემ, ხოლო თითო დრაგობიუბ როგაჩმა, ხვიჩა ჯახაიამ, მილოშ ვუკიჩევიჩმა და ნინო მუდრაჟამ.

საინტერესო ფაქტი: მიმდინარე გათამაშებაში „აპოლომ“ სამივე ტურში პენალტები ითამაშა, საიდანაც ერთი მოიგო (პრიმორიესთან), ხოლო ორი წააგო (ჰონვედსა და დე აკერთან).

„აპოლო“ ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლო ტურის მატჩს დღეს, ფრანგულ „მონპელიესთან“ გამართავს. 5-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გავა.

თეგებიაპოლო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09471