ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი ყაზახ ალექსანდრ შევჩენკოს შეხვდა, რომელთანაც ორ სეტში დამარცხდა. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და შევჩენკომ 7:6 (7:1) მოიგო, ხოლო მეორე სეტში მან ნიკოლოზს უკვე 6:4 აჯობა.
შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილს 14 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მის მეტოქეს 11 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა. ვინერსიც ქართველს უფრო მეტი ჰქონდა (25-15-ზე), მაგრამ უნებლიე შეცდომაც მეტი დაუშვა (25-19).







