საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლა პირველი ადგილით მოახერხა.
ანგარიში მეოთხე წუთზე ესპანელებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა მალევე მოიპოვეს. ვანო კარკაძემ, დემე თაფლაძემ და დავით ნინიაშვილმა სამი ლელო დადეს შესვენებამდე, რომლებიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. ესპანელებმა მონაგარს შესვენებამდე კიდევ ორი ჯარიმა შემატეს - 21:9.
მეორე ნახევარი ესპანეთმა ძალიან კარგად დაიწყო და საწყის 15 წუთში ორი გარდასახული ლელოთი წინ გასვლა მოახერხეს. თუმცა, საქართველომ მალევე დაიბრუნა უპირატესობა: ბაჩუკი ჭუმბაძემ გაიტანა ლელო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა. შემდეგ იყო ლუკა მატკავას და თაფლაძის ლელოები, რომლებიც ორჯერ მაკტავამ გარდასახა. მატჩის მიწურულს ესპანეთმაც გაიტანა გარდასახული ლელო.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 6 ლელო მიითვალა და 42:30 გაიმარჯვა, შედეგად, ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზეა.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფის მეორეადგილოსანს (პორტუგალია ან რუმინეთი) 8 მარტს თბილისში შეხვდება, ხოლო ფინალი 15 მარტს მადრიდში გაიმართება.
საქართველო - ესპანეთი 42:30 (21:9)
საქართველოს ქულები: თაფლაძე (2 ლ), კარკაძე (ლ), ნინიაშვილი (ლ), ჭუმბაძე (ლ), მატკავა (1 ლ, 2 გ), აბჟანდაძე (4 გ).







