იტალიის სერია A-ს 26-ე ტურშის მატჩში „იუვენტუსმა“ „კომოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
სტუმრების მცველმა მერგიმ ვოივოდამ გახსნა ანგარიში. კომოს ფეხბურთელმა გოლი მე-12 წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში, ნახევარმცველმა მაქსენს კაკერემ 61-ე წუთზე სესკ ფაბრეგასის გუნდს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
„იუვენტუსს“ ამჟამად 46 ქულა აქვს. 26 მატჩის შემდეგ გუნდი სერია A-ში მეხუთე ადგილზეა. „კომო“ კი 45 ქულით მეექვსეზე.
„იუვენტუსმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა ვერ მოიგო.





