ინგლისის ჩემპიონშიპის 33-ე ტურში „უოტფორდმა“ „დერბი ქაუნთის“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე არ იყო სასტარტოში, მაგრამ 23-ე წუთზე მოუწია თამაშში ჩართვა და ყვითელი ბარათი მიიღო.
გიორგი ისევ შედეგიანი მოქმედების გარეშეა, მაგრამ კარგი თამაში ჰქონდა, მეორე საგოლე კომბინაციაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეასისტი მიითვალა. მას 17 მატჩში გოლი არ გაუტანია და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, საბა გოგლიჩიძის აქტივში კი 3 მატჩია.
„უოტფორდმა“ 1 იანვრის შემდეგ პირველად მოიგო, 48 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 თებერვალს, „იფსვიჩ თაუნს“ უმასპინძლებს.







