„კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა „იუვენტუსთან“ სტუმრად გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ამაყობს თავისი გუნდით, რადგან იტალიის მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს:
„იუვენტუსს“ სპალეტის მოსვლის შემდეგ წარმოუდგენელი გარდაქმნა განიცადა. ვიცი, რომ მხოლოდ ბოლო შედეგებს უყურებთ, მაგრამ „იუვე“ ლუჩანოს ხელმძღანელობით ძალიან კარგად თამაშობს. „იუვენტუსი“ იტალიის „რეალია“ და ვამაყობ, რომ მათ სტადიონზე ასე ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ“, - თქვა ფაბრეგასმა.
შეგახსენებთ, რომ „კომო“ სერია A-ში 45 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, „იუვენტუსს“ კი სეზონში ორივე მატჩი მოუგო. გარდა ამისა, ფაბრეგასის გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალშია გასული.







