საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩი „ლანსსა“ და „მონაკოს“ შორის სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
არადა, მასპინძლები 2:0 იგებდნენ. „ლანსის“ თავდამსხმელმა ოდსონ ედუარდმა მატჩის პირველი გოლი მესამე წუთზე გაიტანა. 56-ე წუთზე თავდამსხმელმა ფლორიან ტოვენმა ლანსელთა უპირატესობა გააორმაგა.
შემდეგ სტუმრებმა 10 წუთის ინტერვალში სამი ბურთი გაიტანეს. 62-ზე ნახევარმცველმა ფოლარინ ბალოგუნმა პირველი საპასუხო გოლი შეაგდო, რვა წუთის შემდეგ კი დენის ზაქარიამ ანგარიში გაათანაბრა. ორი წუთის თავზე კი ანსუ ფატიმ „ლანსის“ კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „ლანსი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 23 მატჩის შემდეგ, 52 ქულით ცხრილს ლიდერობს და ერთი პუნქტით უსწრებს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს. პარიზელები დღეს ღამის 12 საათსა და 5 წუთზე ბოლოადგილოსან ქართველების „მეცს“ უმასპინლებენ და თუ გაიმარჯვეს, კვლავ გალიდერდებიან.







