გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩი „ლაიპციგსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
მე-20 წუთზე მასპინძელი გუნდი კრისტოფ ბაუმგარტნერმა დააწინაურა, ხოლო 39-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა. 50-ე წუთზე რომულომ ავტოგოლი გაიტანა და ჩამორჩენა შეამცირა. ფაბიო სილვამ ანგარიში 90+5 წუთზე გაათანაბრა.
ამ თამაშის შემდეგ, „ლაიპციგი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 41 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „დორტმუნდი“ 52 ქულით მეორეზე.
შემდეგ რაუნდში „ხარები“ 1 მარტს გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან, ხოლო დორტმუნდელები 28 თებერვალს „ბაიერნს“ უმასპინძლებენ.
გერმანია. ბუნდესლიგა. 23-ე ტური. 21 თებერვალი: უნიონი - ლევერკუზენი 1:0, კიოლნი - ჰოფენჰაიმი 2:2, ვოლფსბურგი - აუგსბურგი 2:3, ბაიერნი - აინტრახტი 3:2, ლაიპციგი - დორტმუნდი 2:2.







