რაგბი

0:28 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 2026 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, ხვალ პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

ჩვენი გუნდის მეტოქე, რომელშიც 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ვიტო კოლელიშვილს დებიუტი შედგება, ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. თამაში 22 თებერვალს რუსთავში, „ხარები არენაზე“ 15 საათზე დაიწყება.

რადგან ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მოსამზადებელი ხასიათისაა, მასში ჩვეულებრივზე მეტი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი თითო ტაიმს თითო შემადგენლობით ჩაატარებს. შეუზღუდავი იქნება ცვლილებებიც.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს მეორედაც შეხვდებიან - 27 თებერვალს „ლელო არენაზე“ შეხვედრა ასევე 15 საათზე დაიწყება და იქ უკვე გუნდები კლასიკური, 23-კაციანი შემადგენლობებით იქნებიან წარმოდგენილი.

20-წლამდელთა ტესტ-მატჩი

რუსთავი. „ხარები არენა“. 15:00 საათი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა

I ტაიმი: 15. ნიკა ხალვაში (ლელო), 14. საბა ნატროშვილი (არმია), 13. ცოტნე ცუცქირიძე (ლოკომოტივი), 12. დავით ბარბაქაძე (ლიონი, კაპ.), 11. დათა არობელიძე (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ოიონა), 9. დაჩი წიკლაური (ხვამლი); 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), 2. გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), 3. ნიკა კორახაშვილი (ოიონა), 4. საბა მღვდელაძე (კარკასონი), 5. თორნიკე ტორაძე (აია), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი), 7. ზაზა ლეჟავა (ფოთი), 8. ლუკა შულაია (ლელო).

II ტაიმი: 15. საბა შარვაშიძე (არმია), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. გივი სოსელია (ხვამლი), 10. ლუკა დემურაშვილი (ლოკომოტივი), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია); 1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ლუკა ნარსია (აია, კაპ.), 7. ლუკა გაბუნია (ყაზბეგი), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი).

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094328