კონფერენს თასზე „აპოლომ“ და „დინამო თბილისმა“ მორიგი მატჩები ჩაატარეს.
„აპოლომ“ ფრანგული „მონპელიე“ ძალიან ადვილად, 20:13 დაამარცხა, რომელთანაც უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა. „აპოლოს“ არცერთი პერიოდი დაუთმია და სამი მოიგო კიდეც - 5:3, 6:3, 4:4, 5:3.
შესანიშნავად ითამაშა დმიტრი ალექსეევმა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, დენეს ვარგას და ხვიჩა ჯახაიას აქტივში 3-3 გოლია, ნინო მუდრაჟამ და სრდან ვუკშანოვიჩმა 2-2 გოლი მიითვალეს, თითოჯერ თავი საბა მაჭავარიანმა, ანდრია ბითაძემ, მილოშ ვუკიჩევიჩმა, დრაბოლიუბ როგაჩმა და მაქსიმ მალიშაუმ გამოიჩინეს.
„აპოლო“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ გავა თუ არა, მეოთხედფინალში, ეს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. „აპოლომ“ „მონპელიემდე“ „პრიმორიე“ პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო ასევე პენალტებით ორი თამაში წააგო „ჰონვედისა“ და „დე აკერის“ წინააღმდეგ.
„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ამჯერად, ესპანურ „მატაროსთან“ 9:17. პერიოდების ანგარიშები ასეთია: 1:2, 1:6, 5:4, 2:5.
„დინამოში“ ნიკოლა ბუჩანმა 4 გოლი შეაგდო, დემეტრე თოდუამ და რეზი იმნაიშვილმა 2-2, ხოლო დრაგან დრაშკოვიჩმა - 1.
„დინამო თბილისი“ D ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზეა, ხოლო ბოლო ტურში 22 თებერვალს, „სეტეს“ გაეჯიბრება.







