კალათბურთი

1:24 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 17 ქულა და კორსანტიას 10 მოხსნა ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის 22-ე ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ სტუმრად „კარტახენა“ 82:66 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანაძემ 26 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. დუდამ 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

„პალმერ პასკეტი“ 4 მოგებით და 16 წაგებით მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 მარტს „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ სტუმრად „ზამორა“ ძალიან ადვილად, 101:70 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 7 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„გიპუზკოა“ 13 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, „ოურენსეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097653