ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონა“ „ბასკონიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
„ბარსას“ თამაში კარგად მიჰყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდი მთლიანად ჩააგდო, რომელიც 9:21 დათმო და საბოლოოდ, 67:70 წააგო.
თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 30 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14 აღმოჩნდა.
ესპანეთის თასის ფინალში „ბასკონია“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.







