ფეხბურთი

2:29 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი და მორიგი ნაბიჯი 1000-სკენ

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-ჰაზემი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა.

პორტუგალიელმა ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და შემდეგ საბოლოო ანგარიშიც მისი გოლით დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში ასისტენტობა მას კინგსლი კომანმა გაუწია, რომელმაც ერთი გოლის გატანა თავადაც შეძლო.

რონალდუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, ხოლო კარიერაში უკვე 964 გოლი დაუგროვდა. მან 501 გოლი გაიტანა მას მერე, რაც 30 წლის გახდა.

„ალ-ნასრმა“ 55 ქულა დააგროვა და ლიდერია, რადგან „ალ-ჰილალს“ ერთი ქულით გადაასწრო, რომელიც „ალ-იტიჰადს“ დაუზავდა. ზოგადად, საუდის არაბეთში საჩემპიონო რბოლა დაძაბულია: „ალ-ნასრს“, „ალ-ჰილალს“, „ალ-აჰლისა“ და „ალ-ქადსიას“ შორის განსხვავება სულ 5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084276