სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:38 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ძალიან კარგად დავიწყეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "მეცთან" გამარჯვების კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოადგილოსან მეტოქეს მოუგეს, გამარჯვება ადვილი არ იყო.

„ეს დიდი გამარჯვებაა. შეიძლება ყველას ეგონოს, რომ ბოლოადგილოსან გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება ადვილია, მაგრამ სულაც არ არის ასე. ვფიქრობ, სერიოზულად ვითამაშეთ, როგორც ეს მატჩი მოითხოვდა. ძალიან ბედნიერები ვართ. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, პირველი გოლი გავიტანეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. რაც არ შეცვლილა, არის „პარკ დე პრენსზე“ ატმოსფერო: ის ფანტასტიკურია. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. დღეს ყველა მოთამაშემ, ვინც ითამაშა, აჩვენა თავისი დონე, უნარი, ეთამაშა ისე, როგორც გვჭირდება. ვფიქრობ, ყველამ კარგად ითამაშა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ამ მოგებით 54 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა, რადგან მისი კონკურენტი „ლანსი“ „მონაკოსთან“ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 28 თებერვალს, „ლე ავრს“ ესტუმრება, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17486