ფეხბურთი

12:48 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო არბელოამ „რეალის“ „ოსასუნასთან“ მარცხის შესახებ ისაუბრა

მაგრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ლა ლიგის 25-ე ტურის „ოსასუნასთან“ წაგებულ (1:2) მატჩზე ისაუბრა.

„რაც ვნახე, ალბათ მეორე გოლამდე ჯარიმა იყო. ორი ძალიან რთული გადაწყვეტილება თამაშგარე მდგომარეობის შესახებ - ჩვენს სასარგებლოდ არა.

საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ბევრად უკეთესები და უფრო ინტენსიურები უნდა ვიყოთ. კვირის შუაში და კვირის ბოლოს თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენგან ელიან. ეს მადრიდის „რეალია.“ ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა და არ ვცდებოდი. არავის უყვარს წაგება, განსაკუთრებით ჩვენ. ეს გრძელი სეზონი იქნება. როგორც ვთქვი, ის ჯერ ნორმალურად არც კი დაწყებულა. და მე მაინც ასე ვფიქრობ.

პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ სისწრაფე გვაკლდა. როდესაც მოწინააღმდეგე ღრმად იცავს თავს, ბურთი უფრო სწრაფად უნდა გადაიტანო. ორივე ფრთაზე შანსები შექმნა და ჩვენ მარცხნივ მიგვიწევდა გული.

ვიმედოვნებ, ეს მარცხი არაფერს ნიშნავს, რადგან ოთხ დღეში გადარჩენისთვის ბრძოლა გველის (ჩემპიონთა ლიგაში). გუნდი თავის ძალას მაშინ ავლენს, როცა საქმე რთულდება. ეჭვის ადგილი არ არის. მჯერა გუნდის. სტაბილურობა გვჭირდება,“ ციტირებს არბელოას სიტყვებს AS.

ესპანეთის ლიგაში 25 მატჩის შემდეგ, „რეალს“ 60 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ოსასუნა“ 33 ქულით მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159552