სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:27 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "გოგლიჩიძემ "დერბის" ფორვარდთან ფანტასტიკურად ითამაშა"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა „დერბი ქაუნთისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ცენტრალური მცველები შეაქო, მათ შორის საბა გოგლიჩიძე.

როგორც სტილმა აღნიშნა, გოგლიჩიძემ და ჯეიმს აბანკვამ „დერბის“ ფორვარდის წინააღმდეგ დიდებულად იმუშავეს:

„ჯეიმს აბანკვა და საბა გოგლიჩიძე დღეს „დერბის“ თავდამსხმელთან (პატრიკ აგიემანგთან - რედ) ფანტასტიკური იყო. ის ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ურთულესი მეტოქეა და მათ ძალიან კარგი სამუშაო გაწიეს.

უზარმაზარი თავდაცვითი სამუშაო ჩავატარეთ და კარგი სამუშაო იყო, ოთხდღიანი ვარჯიში გვქონდა მოსამზადებლად. ეს კოლექტიური მუშაობისა და ვარჯიშის კომბინაციაა, მაგრამ მთელი დამსახურება მათ ეკუთვნის. ჩვენ უბრალოდ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ მათ, შევთავაზოთ გადაწყვეტილებები და შემდეგ ისინი ამას მოედანზე აკეთებენ. თუ როგორ მოახერხეს აბანკვამ და გოგლიჩიძემ „დერბის“ შეტევასთან გამკლავება, ფანტასტიკური იყო“, - თქვა სტილმა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს „უოტფორდში“ სამი თამაში აქვს ჩატარებული და ახალ გუნდს ნელ-ნელა ეგუება, ბოლო ორი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

„უოტფორდმა“ 1 იანვრის შემდეგ პირველად მოიგო, 48 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 თებერვალს, „იფსვიჩ თაუნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173349