კალათბურთი

11:03 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "ქულების ჩამგდები უკანახაზელი გვჭირდებოდა და რიდი ამიტომ ავირჩიეთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა დნაიასთან მატჩებისთვის მზადებისა და თბილისური შეკრების დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„როგორც ყოველთვის, თბილისში ადრეული შეკრება გავაკეთეთ, სადაც 15 მოთამაშეს და დამატებით ახალ ლეგიონერს ვუხმეთ. ზოგიერთი მათგანისთვის ახალი გარემო იყო, ზოგიერთი მათგანი ჩვენთან ერთად დანიაში მოდის. რამდენიმე კალათბურთელი აქ პირველად მოხვდა და პირველად გამოცადეს ასეთი დატვირთვა ჩვენთან ერთად. ზოგიერთით ძალიან კმაყოფილი ვარ, ზოგიერთით - პირიქით, სავარაუდოდ, მომიწევს ნაკრებში მათი მომავლის გადახევდა. დანიაში კიდევ 8 კალათბურთელი შემოგვიერთდება, ჯამში სამი სრული ვარჯიში გვექნება ერთა და ერთი უკონტაქტო ვარჯიში თოკოსთან, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ის მზადაა ითამაშოს თავის კლუბში, შემდეგ ჩამოვიდეს და ჩვენ დაგვეხმაროს, აღარც გავაგრძელებ ამაზე საუბარს.

დანია სხვა გუნდია, ვიდრე ბოლოს იყო, როცა ვეთამაშეთ. ისინი ძალიან სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ, რამდენიმე კარგი, ახალი მოთამაშე ჰყავთ. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი მათი სწრაფი შეტევების და ჩვენს ფარზე მოხსნების შესაჩერებლად. როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის ეს აუცილებლად მოსაგები თამაშებია - ვნახავთ, რა მოხდება.

მარკის რიდი ერთ-ერთი ის კალათბურთელია, რომელსაც ვაკვირდებოდით. ვაანალიზებდით სიტუაციას მოახლოებული ფანჯრისთვის და გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა ქულების ჩამგდები უკანახაზელი, როგორიც რიდია. იმედია, გუნდს მალე შეეწყობა. ზოგი კალათბურთელი კარგ ფორმაშია, ზოგი - არა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს ენერგია, რაც ნაკრებს გააჩნია, მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში ორი მარცხი აქვს - უკრაინასთან 79:92 და ესპანეთთან 61:90, ხოლო დანიის ნაკრებს 27 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება, 2 მარტს - თბილისში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092838