კალათბურთი

15:30 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 4 ქულა და "ორლანდოს" მარცხი ოვერტაიმში

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ფინიქს სანსს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში დამარცხდა.

„ორლანდომ“ კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში „ფინიქსმა“ უკეთ ითამაშა. ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც „სანსი“ უკეთესი იყო (17:14) და საბოლოოდ 113:110.

გოგა ბითაძემ 9 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 26 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 თებერვალს, „კლიპერსს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094735