წყალბურთში კონფერენს თასზე „დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
„დინამო“ ბოლო ტურში ფრანგულ „სეტეს“ შეხვდა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 8:4-ს უგებდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ, 14:16 დამარცხდა (4:2, 4:2, 4:7, 2:5).
5 გოლით გამოირჩა საბა ტყეშელაშვილი, რეზი იმნაიშვილისა და ნიკოლა ბუცანის აქტივში 3-3 გოლია, ნიკოლოზ ყურაშვილმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო დრაგან დრაშკოვიჩმა - 1.
„დინამომ“ ჯგუფში ყველა მატჩი წააგო „სეტეს“ (14:16), „მატაროს“ (9:17), „ცრვენა ზვეზდას“ (9:11) და „პოზილიპოს“ (8:13) წინააღმდეგ. ზოგადად, ევროტურნირებზე „დინამოს“ უკვე 27-მატჩიანი წაგებების სერია აქვს.
„აპოლოც“ ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა 7 ქულით, „მონპელიეს“ მოუგო, ისევე, როგორც „პრიმორიეს“, ოღონდ პენალტების სერიაში, ხოლო ასევე პენალტებში „ჰონვედისა“ და „დე აკერის“ წინააღმდეგ მარცხი განიცადა.







