სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:42 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "გოლი მიხარია, მაგრამ მთავარია გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ლავალთან“ გოლისა და გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა შემტევმა თქვა, მეორე ტაიმი კარგი არ იყო და ამის გამოსწორებაზე უნდა იმუშაონ. მიზეზად მან დაღლილობა დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ვამაყობ მორიგი გოლით. ბევრს ვშრომობ ამისთვის ვარჯიშზე, მათ შორის პენალტებში. გუნდს უნდა დავეხმარო, მნიშვნელობა არ აქვს გოლი, პასი თუ დაცვის დახმარება იქნება. ჩემთვის, კარგია, როცა მოედანზე თავისუფლება მაქვს და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდი მატჩებს იგებს. ეს მთავარია.

დღეს ჩვენი მისია შევასრულეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი ჩვენთვის რთული იყო, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ. უნდა შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა, გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ასე გავაგრძელოთ. თუ მატჩებს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

მატჩის დაწყებამდე მწვრთნელთან ერთად ვისაუბრეთ ბურთის ფლობაზე. ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გართულდა, იმიტომ, დაღლილები ვიყავით. არ ვიცი, როგორ ავხსნა ეს, რადგან ჩვენი ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. უნდა შევძლოთ დომინირება 60 ან 70 წუთის განმავლობაში “, - განაცხადა დავითაშვილმა.

ზურიკო დავითაშვილს 20 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი ერთადერთი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ქართველის აქტივში ერთი გოლი საფრანგეთის თასზეცაა.

„სენტ ეტიენმა“ 43 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100271