სხვა

18:13 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პარა მოფარიკავეთა ნაკრების ოქროს მედალი მსოფლიო თასზე

პარაფარიკაობაში წლის პირველ ტურნირზე საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალს საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში დაეუფლა.

ნინა თიბილაშვილის, ირმა ხეცურიანის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ნაკლებმა ფინალში ტაილანდი დამაჯერებლად, 30:10 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

იქამდე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელ კინგა დროჟასთან მარცხი განიცადა (10:15), ხოლო ბრინჯაოს დაეუფლა გვანცა ზადიშვილი, რომელმიც ნახევარფინალში სწორედ თიბილაშვილთან 14:15 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092467