ფეხბურთი

19:45 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიზო მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტი და "შტურმის" გამარჯვება ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ჩემპიონატში გრაცის „შტურმმა“ „ლინცი“ 1:0 დაამარცხა, გიზო მამაგეიშვილმა კი პენალტი მოიპოვა.

ქართველი ნახევარმცველი პირველად იყო ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში, 67 წუთიც ითამაშა, ხოლო 34-ე წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ბელმინ ბეგანოვიჩმა გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მამაგეიშვილის გატანა თვითონაც შეეძლო, მაგრამ მატჩის დასაწყისში ულამაზესი გოლის გატანაში ხელი ხარიხამ შეუშალა.

მამაგეიშვილს „შტურმის“ მაისურით ჯერ მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული. არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილს, რომელიც ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიულ მედიას უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. ის სავარაუდოდ, მომდევნო ტურში გუნდს დაეხმარება. კიტეს კარგი სეზონი აქვს - 29 მატჩში 12 გოლი და 3 საგოლე პასი, კონკრეტულად ჩემპიონატში კი 17 შეხვედრაში 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა.

„შტურმი“ 34 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, პირველ მარტს, გასვლაზე „ვოლფსბერგერს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094964