სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:02 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" დრამატული გამარჯვება "ნოტინგემთან"

ინგლისის პრემიერლიგაში 27-ე ტური გრძელდება, რომლის ეგიდით „ლივერპული“ „ნოტინგემს“ ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში მოიგო.

არნე სლოტის გუნდი ვერაფრით ახერხებდა მეტოქის კარში გოლის გატანას, კომპენსირებულ დროში ალექსის მაკალისტერმა კი გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშის წესის დარღვევის გამო გაუქმდა. თუმცა, რამდენიმე წუთშინ არგენტინელმა კიდევ ერთხელ გაიტანა. ეს გოლიც მოწმდებოდა თამაშგარეზე, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა და 0:1.

გიორგი მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, თითო ასოციაციის თასსა და ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპული“ 45 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს.

დღეს კიდევ ორი მატჩი დასრულდა: „კრისტალ პალასმა“ „ვულვზი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო „ფულჰემმა“ სტუმრად „სანდერლენდს“ 3:1 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090381