ჰოკეიში ოლიმპიადის ფინალი გაიმართა, რომელშიც აშშ-ს ნაკრებმა კანადის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.
ამერიკამ პირველი პერიოდი მეტ ბოლდის გოლით 1:0 მოიგო, რასაც კანადამ მეორე პერიოდში კეილი მაკარის შაიბით უპასუხა. მესამე პერიოდი სულაც უგოლოდ დასრულდა და შესაბამისად, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმში დაინიშნა, რომელშიც ჯეკ ჰიუზმა აშშ მეორედ დააწინაურა და გამარჯვების მომტანი შაიბა გაიტანა.
აშშ ოლიმპიური ჩემპიონი 1980 წლის შემდეგ პირველად გახდა. კანადა ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ფინეთი დაეუფლა.
ქალებშიც ოქრო აშშ-ს ერგო და ვერცხლი კანადას, ბრინჯაოს ჰყავდა სხვა მფლობელი - შვეიცარია.







