სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:45 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დერბიში "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ ჩრდილოლონდონურ დერბიში „ტოტენჰემი“ მისსავე მოედანზე 4:1 გაანადგურა.

ზედიზედ ორი ფრის და „მანჩესტერ სიტის“ მიახლოების შემდეგ „მეთოფეებმა“ შეცდომა არ დაუშვეს, კრიზისში მყოფ „ტოტენჰემს“ ადვილად მოუგეს.

ებერეჩი ეზეს გოლით მიკელ არტეტას გუნდი დაწინაურდა, რასაც მალევე რანდალ კოლო მუანიმ უპასუხა. თუმცა, „მეთოფეებს“ „დეზებმა“ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა. მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა ვიქტორ გიოკერეშმა, ასევე გაიტანა ეზემ, რომელმაც დუბლი მიითვალა. ამრიგად, „ტოტენჰემში“ იგორ ტუდორის კატასტროფული დებიუტი შედგა.

„არსენალი“ 61 ქულით ლიდერია და 5 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „ტოტენჰემი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

„ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, 28 დეკემბრის შემდეგ.

„ტოტენჰემი“ – „არსენალი“ 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 ეზე (32), 1:1 კოლო მუანი (34), 1:2 გიოკერეში (47), 1:3 ეზე (61), 1:4 გიოკერეში (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094373