ფეხბურთი

22:26 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის საგოლე პასი "ლევსკისთან" მატჩში

ბულგარეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში სოფიის ცსკა 1948 შინ სოფიის „ლევსკისთან“ 1:3 დამარცხდა, მაგრამ ლაშა დვალი საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი მცველის გადაცემით მეექვსე წუთზე ხოსე მარტინესმა გახსნა ანგარიში და თავისი გუნდი დააწინაურა. ცსკა იგებდა, მაგრამ 34-ე წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩა, რამაც ყველაფერი შეცვალა. შემდეგ „ლევსკიმ“ სამი გოლი გაიტანა და 3:1 მოიგო.

ლაშა დვალს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში გოლი არ გაუტანია, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

ცსკა 1948 22 ტურის შემდეგ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 თებერვალს, სოფიის „სლავიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0847