სხვა

9:45 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ზამთრის ოლიმპიადაზე: საქართველომ ორ ქვეყანას აჯობა

ზამთრის 2026 წლის ოლიმპიადა დასრულდა, რომელიც საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა: ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ ცეკვებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მილანი-კორტინას ოლიმპიადაზე მინიმუმ ერთი მედალი 29 ქვეყანამ მოიპოვა. საქართველომ დანიასა და ესტონეთთან ერთად 25-27 ადგილები გაიყო და აჯობა ბულგარეთსა და ბელგიას, რომლებმაც შესაბამისად, ორი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ერთი მედალით დაასრულეს ოლიმპიადა ყაზახეთმა და ბრაზილიამაც, მაგრამ ისინი მედლების ჩათვლაში წინ არიან, რადგან ეს უმაღლესი ხარისხის იყო. ზამთრის ოლიმპიადაზე მედლების ჩათვლა ნორვეგიამ მოიგო, რომლის მონაგარი 41 მედალი, მათ შორის 18 ოქროა.

მედლების ჩათვლა


1. ნორვეგია - 18 ოქრო, 12 ვერცხლი, 11 ბრინჯაო (სულ 41 მედალი)

2. აშშ - 12 ოქრო, 12 ერცხლი, 9 ბრინჯაო (სულ 33 მედალი)

3. ნიდერლანდები - 10 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (სულ 20 მედალი)

4. იტალია - 10 ოქრო, 6 ვერცხლი, 14 ბრინჯაო (სულ 30 მედალი)

5. გერმანია - 8 ოქრო, 10 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (სულ 26 მედალი)

6. საფრანგეთი - 8 ოქრო, 9 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (სულ 23 მედალი)

7. შვედეთი - 8 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (სულ 18 მედალი)

8. შვეიცარია - 6 ოქრო, 9 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (სულ 23 მედალი)

9. ავსტრია - 5 ოქრო, 8 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (სულ 18 მედალი)

10. იაპონია - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 12 ბრინჯაო (სულ 24 მედალი)

...25. საქართველო - 0 ოქრო, 1 ვერცხი, 0 ბრინჯაო (სულ 1 მედალი)

მედლების ჩათვლა...


შეგახსენებთ, რომ საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი - 6 ფიგურულ ციგურაობაში, ორიც მოთხილამურე. აქვე გეტყვით, რომ ზამთრის 2030 წლის ოლიმპიადა საფანგეთი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096019