გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ შინ „შტუტგარტს“ უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა - 3:3.
ჯერ სტუმრები იგებდნენ, შემდეგ მასპინძლები, რასაც „შვაბების“ გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა (2:2). 82-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმი“ ისევ წინ გავიდა და ნანატრ გამარჯვებას მიუახლოვდა, მაგრამ 88-ე წუთზე დენის უნდავმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა - 3:3.
ბუდუ ზივზივაძეს არ უთამაშია, განაცხადში არ იყო და ჯერჯერობით, მიზეზი უცნობია. მას მიმდინარე სეზონში 10 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „ვერდერს“ ესტუმრება.







