ფეხბურთი

1:48 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამაგეიშვილი: "ფანებმა დიდი მოტივაცია მოგვცეს, საოცარი გარემო იყო"

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მეოცე ტურში „ლინცი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთ გოლში გიზო მამაგეიშვილის წვლილია, რომელმაც პენალტი მოიპოვა.

სანამ პენალტს მოიპოვებდა, თვითონ შეეძლო საოცარი გოლის გატანა, როცა ვარდნაში, მაკრატელა დარტყმით მეტოქის კარის ხარიხა შეაზანზარა. მოკლედ, ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, რომლის შემდეგ მან მედიასთან ისაუბრა.

„გოლთან ახლოს ვიყავი? დიახ, მაგრამ ცოტა არ გამიმართლა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, რაც მოვახერხეთ. ახლა ყველაფერი სულ უფრო უკეთაა, ადაპტაციის პერიოდი შესანიშნავად მიმდინარეობს. დღეს, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, ფანებმა დიდი მოტივაცია მოგვცეს“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

გიზო მამაგეიშვილი „შტურმს“ ზამთარში შეუერთდა, მის აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ორი მატჩია. „შტურმი“ 34 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, პირველ მარტს, გასვლაზე „ვოლფსბერგერს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094355