ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვილიარეალმა“ „ვალენსიას“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.
თავიდან „ვალენსია“ იგებდა, მაგრამ ცოტა ხანს, რადგან ოთხ წუთში სანტი კომესანამ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი პაპე გეიემ პენალტით მარსელინოს გუნდი დააწინაურა.
მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა და სამმატჩიანი სერია შეუწყდა, როცა გოლი გაჰქონდა. თუმცა, საგოლე შანსები ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 30 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ 51 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „ბარსელონას“ ესტუმრება.







